ახალი ამბებიგართობა

ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრები ლგბტ პირთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ [ვიდეო]

27 აპრილი, 2018 • 4827
ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრები ლგბტ პირთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ [ვიდეო]

“მრავალფეროვნება ძალაა” – ამ სახელწოდებით ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრები ვიდეორგოლს ავრცელებს.  კამპანია ყურადღებას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციაზე ამახვილებს.

ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრები მათი მთავარი სპონსორის, AIG-ს კამპანიაში ჩაერთო. ვიდეორგოლის ხანგრძილოვბა ორი წუთია. ვიდეორგოლში All Blacks-ის და Black Ferns-ის გუნდები ოსაკას სტადიონზე თამაშის დასაწყებად ემზადებიან, თუმცა, როგორც კლიპიდან ირკვევა, ეს მორიგი ტიპური სარაგბო მატჩი არაა:

“ახლა AIG ცისარტყელის ყველა ფერს აერთიანებს, რადგან შემდეგი ბრძოლა განსხვავებულია. შემდეგი მეტოქე საშიშია, მას ბოროტი განზრახვა აქვს – ეს დისკრიმინაციაა. მტერი, რომელსაც მარტო ვერ დავამარცხებთ – მას ერთად უნდა ვებრძოლოთ. ეს ათასობით, მილიონობით ჩვენგანის ჩართვას საჭიროებს. მრავალფეროვნება ძალაა, შემოუერთდი ჩვენს გუნდს” – ნათქვამია ვიდეორგოლში.

მასალების გადაბეჭდვის წესი