ახალი ამბები

თბილისში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოვა

27 აპრილი, 2018 • 1463
თბილისში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოვა

თბილისში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უეს მიტჩელი ჩამოვა. როგორც აშშ-ის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მიტჩელი თბილისში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრთა სხდომის შემდეგ ჩამოვა, რომელიც 27 აპრილს გაიმართება.

განცხადების მიხედვით, მდივნის თანაშემწე თბილისში  ნატო-საქართველოს დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოვა, შემდეგ კი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ამერიკული სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდება, რათა საქართველოს  გამოუცხადოს მხარდამჭერა ევროატლანტიკური ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე.

საქართველოს შემდეგ უეს მიტჩელი 1-2 მაისს კიევში ჩავა, სადაც შეხვდება მაღალჩინოსნებს, პოლიტიკურ ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამით მიტჩელი აშშ-ის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას გაუსვამს ხაზს.

მასალების გადაბეჭდვის წესი