ახალი ამბები

ისრაელში ძლიერ წვიმას 9 ახალგაზრდა ემსხვერპლა

27 აპრილი, 2018 • 2767
ისრაელში ძლიერ წვიმას 9 ახალგაზრდა ემსხვერპლა

ისრაელში, მკვდარი ზღვის სამხრეთით განვითარებული წყალდიდობის გამო 9 არასრულწლოვანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “გარდიანი” ავრცელებს.

ისრაელის მედიის, “ჰაარეცის” ცნობით, დაღუპული მოლაშქრეები სამხედრო პროგრამის მონაწილეები იყვნენ. სამხედრო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 10 თვის განმავლობაში სასწავლო პროგრამებს ითვალისწინებს თავდაცვის მიმართულებით.

პოლიციის სპიკერმა მიკი როზენფელდმა “გარდიანს” განუცხადა, რომ 25 წვევამდელი დაცვამ გადაარჩინა, ზოგიერთი მათგანის შველა ვერ მოახერხეს. როზენფელდის განცხადებით 15 მოლაშქრე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ერთს კი კვლავ ეძებენ. დაღუპულებიდან 8 ქალია და ერთი კაცი, ყველა მათგანი 18 წლის იყო.

ძლიერმა წვიმამ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე აგებული სასაზღვრო ბარიერი დაანგრია.

პოლიციისა და არმიის ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები დაკარგულებს ეძებენ, თუმცა ნისლისა და  შეუსაბამო პირობების გამო სამძებრო მოქმედებები გადაიდო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი