არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მთავრობა ხონის სამი სოფლის გაზიფიცირებას დაასრულებს

პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარებამდე ერთი დღით ადრე ხონის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გაზიფიცირება დასრულდება.

ხვალ, 27 აპრილს, ხონის მუნიციპალიტეტის სამი სოფლისთვის განკუთვნილ ახლად აშენებულ გაზგამანაწილებელ ქსელს გახსნიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯუხრაძე და კომპანია „სოკარი ჯორჯია გაზის“  დირექტორი აზერ მამმადოვი.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დიდ გუბში, პატარა გუბსა და შუა გუბში კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა” 25,5–კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფლებში მცხოვრებ 500–მდე ოჯახსს ბუნებრივი აირის მომარაგება ექნება.

ზეგ, 28 აპრილს, ხონხა და ვანში პარლამენტის შუალედური არჩვენები ტარდება. ორ მუნიციპალიტეტში, რომლებიც ერთ საარჩენო ოლქად არის გაერთაიენებული, მოსახლეობა პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატსაც აირჩევს. მაჟორიტარ დეპუატეტებად დარეგისტრრიებული არიან:

  • გიგი უგულავა (ევროპული საქართველო)
  • გივი ჭიჭინაძე (ქართული ოცნება)
  • გიორგი ლილუაშვილი (საქართველო)
  • ზურაბ ქართველიშვილი (ტრადიციონალისტები), მამუკა ტუსკაძე (ახალი ქრისტიან–დემოკრატები)
  • ვასილ კოპალიანი (საინიციატივო ჯგუფი)
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com