“სამზარეულოს ნაცვლად რევოლუცია” – ქალების მარში სომხეთში

ერევანში ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს ქალთა ჯგუფი შეუერთდა, მათ შორის არიან ქალები სომხეთის რეგიონებიდან. ქალები ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ და რევოლუციას სოლიდარობას უცხადებენ.

“ბევრი ახალგაზრდა და ხანდაზმული ქალი ჩანდა მიტინგზე, საშუალო ასაკის ქალები კი ნაკლებად იყვნენ, რადგან ისინი ოჯახებში არიან და შვილებს უვლიან. თუმცა ქალის ადგილი არა სამზარეულო, არამედ რევოლუციაა”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

“გაუმარჯოს სოლიდარობას და რევოლუციას”, “ქალები რეჟიმის წინააღმდეგ”, “ეს არის რეჟიმის დასასრული”, “ძალაუფლება ჩვენშია” – ქალების აქციაზე ეს და სხვა მსგავსი ლოზუნგები ისმის.

23 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა, მოქალაქეების 10-დღიანი აქციების შემდეგ თანამდებობა დატოვა. აქციები სომხეთში 25 აპრილს განახლდა. მოქალაქეები ხელისუფლების სრულ გადადგომას ითხოვენ.

ქალები რეჟიმის წინააღმდეგ; სომხეთი. 26.04.2018 ფოტო: მარიამ მუგდუსიანი/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი