ახალი ამბები

პოლ მაკარტნიმ ვლადიმერ პუტინს წერილი მიწერა

14 ნოემბერი, 2013 • • 990
პოლ მაკარტნიმ ვლადიმერ პუტინს  წერილი მიწერა

მუსიკოსის 14 ოქტომბრით დათარიღებულ წერილი, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გამოქვეყნდა, მის ვებ-გვერდზე. ზუსტად იმ ვადაში, რა ვადაშიც რუსეთის ოფიციალურმა ინსტანციებმა კანონმდებლობის შესაბამისად, მიმართვებსა და წერილებს უნდა უპასუხონ.


წერილში პოლ მაკარტნი პუტინს 2013 წლის 24 მაისს, წითელ მოედანზე გამართული კონცერტს ახსენებს. კონცეტრამდე ერთი დღით ადრე კი, მაკარტნის პუტინმა კრემლის რეზიდენციაში თავად უმასპინძლა.


“მე გამიგია ჩემი რუს მეგობრებისგან, რომ აქციის მონაწილეები ზოგიერთ წრეში, როგორც ანტირუსები, ისე აღიქმებიან, რომ ისინი, თითქოს დასავლელი მთავრობების ნებას ასრულებდნენ, რომ ისინი ადამიანების უსაფრთხოებას უქმნიდნენ საფრთხეს, იმ ადამიანებიც, ვინც ამ არქტიკულ ნავთობის პლატფორმაზე მუშაობდა.” 


“იქნებოდა შესანიშნავი, რომ ეს გაუგებრობა გადაწყვეტილი ყოფილიყო, და დაკავებულები საკუთარ ოჯახებთან ერთად შეხვდნენ შობას.” 


მაკარტნი წერილში, პუტინს არწმუნებს, რომ „გრინფისის“ წარმომადგენლები რუსეთის წინააღმდეგ არ არიან განწყობილი.


“ვწერ, იმისთვის, რომ დაგარმუნოთ, რომ “გრინფისი,” ვისაც მე ვიცნობ, არ არის რუსეთის წინააღდეგ განწყობილი. ჩემი გამოცდილებით, ეს ორგანიზაცია, როგორც წესი ყველა მთავარობას აღიზიანებს, ისინი არასდროს იღებენ ფულს არცერთი მთავრობისგან ან მსფლიო კორპორაციებისგან.“


ვლადიმერ, მილიონობით ადამიანი ათეულობით ქვეყანაში იქნებოდა მადლიერი, თუ თქვენ ჩაერეოდით ამ საქმეში. მესმის, რომ რუსეთის სასამარლო და რუსეთის პრეზიდენტი ერთმანეთისგან გამიჯნულია, თუმცა, ვიმედოვნებ, თქვენ შეძლებდით თქვენი გავლენა გამოგეყნებინათ, რომ დაკავებულები ოჯახებს დაუბრუნდნენ.” 


მაკარტნის წერილზე საინფორმაციო სააგენტოს „რია  ნოვოსტის“ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა განუცხადა, რომ მაკარტნის წერილი ჯერ არ მიუღიათ.


გრინფიის ლიდერის განცხადებით, 2 მილინამდე ადამიანმა გაუგზავნა წერილი რუსეის ხელისუფლებას, თხოვნით, რომ დაკავებულები გაათავისუფლონ.

 

ეკოლოგების აქცია ნავთობის მოპოვების წინააღმდეგ არქტიკაში “გაზპრომის” პლატფორმასთან, 18 სექტემბერს გაიმართა. მისი ყველა მონაწილე და ფოტოჟურნალისტი დენის სინიაკოვი და ოპერატორი, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, სამართალმდაცავებმა დააკავეს.

 

ერთ–ერთი დაკავებულის ადვოკატის სიტყვებით, ხომალდი, როგორც მომატებული საფრთხის ობიექტი, შესაძლოა  საფრთხეს წარმოადგენდეს.  მის ბორტზე, დაახლოებით 200 ტონა საწვავია და ავარიულ სიტუაციაში, გაჟონვა არ არის გამორიცხული. 

 

ორთვიან პატიმრობაზე გასაჩივრებული “გრინფისის” 19 აქტივისტის სააპელაციო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი