ახალი ამბებისაზოგადოება

ტანძიაში RMG–ის წინააღმდეგ ადგილობრივები აქციას მართავენ

26 აპრილი, 2018 • 1993
ტანძიაში RMG–ის წინააღმდეგ ადგილობრივები აქციას მართავენ

დღეს, 26 აპრილს, სოფელ ტანძიაში წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია RMG–ის წინააღმდეგ აქციას მართავენ. ადგილობრივი მოსახლეობა ღია კარიერის წესით წიაღისეულის მოპოვებას ეწინააღმდეგება.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი 2 კვირაზე მეტია აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა კომპანიის ტექნიკას ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცეს, რის გამოც მათ RMG–ის დაცვა დაუპირისპირდა.

“ჩვენ ჩამოსახლებული ხალხი ვართ აქ. კიდევ სად გადავსახლდეთ, სად წავიდეთ”, – უთხრა აქციის მონაწილემ რუსთავი 2″–ს.

“იქიდან კაზრეთით ვართ განადგურებული, აქედან სამარეს გვითხრიან. ცოცხლად გვმარხავენ, სად უნდა წავიდეთ, სად უნდა გადაგვასახლონ, რა უნდათ? პარლამეტში რომ სხედან და მილიონებს ჯიბეში იტენიან, რატომ არ წუხდება რომელიმე პარლამენტარი, რატომ არ დაინტერესებულა ამ ხალხით, არავინ მოსულა, 20 დღეა აქ ვდგავართ”, – უთხრა აქციის მეორე მონაწილემ “რუსთავი 2″–ს.

საყდრისის კომიტეტი კი აცხადებს, რომ იმ ადგილას, სადაც კომპანია ღია კარიერული წესით აპირებს წიაღისეულის მოპოვებას, მძიმე ტექნიკის შეყვანა მეორე გზიდან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან სურთ.

“ჩვენთვის გუშინ ცნობილი გახდა ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან- როგორც ტანძიელებისგან, ისე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტტის სოფლების მაცხოვრებლებისგან- რომ კომპანია RMG გოლდი” დაახლოებით 30 აპრილს გეგმავს ბნელი ხევის” ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შეყვანას. მოგეხსენებათ, “ბნელი ხევის” შესასვლელი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან არის. სოფელ ტანძიიდანაც ჩადის გზა. ერთადერთი გზა, რომელიც ამჯერად ღია რჩება, არის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან,”-განაცხადა ნინო ბურჭულაძემ, საყდრისის კომიტეტის წევრმა. 

ნინო ბურჭულაძის თქმით, RMG–ის მიზანი საფრთხეს უქმნის ბნელი ხევის ლანდშაფტს და ახლომდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, მათ შორის- ფიტარეთის მონასტერს. კომიტეტის წევრები აპირებენ ადგილზე ჩასვლას და ტექნიკის შეჩერებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი