ახალი ამბები

ივანიშვილი პრეზიდენტის ან პრემიერის თანამდებობაზეც უნდა მოვიდეს – დეპუტატი

26 აპრილი, 2018 • 1616
ივანიშვილი პრეზიდენტის ან პრემიერის თანამდებობაზეც უნდა მოვიდეს – დეპუტატი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის. მისი თქმით, ივანიშვილი პრეზიდენტის ან პრემიერის პოსტზეც უნდა მოვიდეს.

არველაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.

“არა, ნამდვილად არ იყო ცნობილი [ივანიშვილის დაბრუნება],იმიტომ, რომ ბატონი ბიძინა ყოველთვის ამბობდა, რომ თითქოს ჯერჯერობით არ აპირებდა დაბრუნებას. ზოგადად კი ამბობდა, ქვეყანას რომ დასჭირდება, მაშინ დავბრუნდებიო, მაგრამ თითქოს ახლა არ ფიქრობდა. თუმცა გადაწყვეტილება რაც მიიღო, ჩემი აზრით, სწორია, მაგრამ არა საკმარისი. მე ვთვლი, რომ პარტიის ლიდერად კი არა, ქვეყნის ლიდერად უნდა მოვიდეს რაიმე უაღრესად მნიშვნელოვან საკვანძო თანამდებობაზე, როგორიცაა პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი. დიდი უბედურება არ მომხდარა, რა თქმა უნდა, თუმცა ძლიერი ლიდერის საჭიროება მაინც ჩნდება და ამაზე უფრო ძლიერი ლიდერი, ჩემი აზრით, დღეს საქართველოში არ არის”, – ამბობს არველაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი