ლევან ასათიანი: სომხეთის პოლიციამ ხალხის წინააღმდეგ ძალა არ უნდა გამოიყენოს

უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.

“სომხეთის უსაფრთხოების ძალებმა არ უნდა გაიმეორონ წინა დღეებში დაშვებული შეცდომები, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრანტები დააკავეს და ადამიანებს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოხატვის გამო სასტიკად გაუსწორდნენ. მათ, ვინც ქუჩაში გამოდის ერევანში, უნდა ჰქონდეს გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება”, – ამბობს ლევან ასათიანი, ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში.

როგორც ლევან ასათიანი აცხადებს, პოლიცია პასუხისმგებელია წესრიგის დაცვაზე, თუმცა დემონსტრანტების მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე მისი პასუხი უნდა იყოს თანაბარი.

“ხელისუფლებამ ოპერატიული და ეფექტური გამოძიება უნდა უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე”.

16 აპრილს ერევანში ოპოზიციამ ხელისუფლების გადადგომის წინააღმდეგ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ. 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო. დაკავებების დროს პოლიცია ხშირ შემთხვევებში ძალას იყენებდა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი