ახალი ამბები

ეს ქვეყანას ვერ უშველის – გიგა ბოკერია ივანიშვილის დაბრუნებაზე

26 აპრილი, 2018 • 2098
ეს ქვეყანას ვერ უშველის – გიგა ბოკერია ივანიშვილის დაბრუნებაზე

“პარტიის თავმჯდომარეობიდან კვირიკაშვილის გადადგომა და ბიძინა ივანიშვილით ჩანაცვლება ქვეყანას ვერ უშველის. ქვეყანას უშველის ოცნების ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით”,  – ამ კომენტარს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ავრცელებს მმართველი პარტიის თავმჯდომარეობის პოსტიდან პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ქართული ოცნების რეალური მმართველის ჩრდილიდან გამოსვლა ადასტურებს იმას, რაც ისედაც კარგად იცის მთელმა ქვეყანამ, რომ ღრმა კრიზისია ქართულ ოცნებასა და მთელ ქვეყანაში.

“კვირიკაშვილის გადადგომა თავმჯდომარის პოსტიდან და ბიძინა ივანიშვილით ჩანაცვლება ქვეყანას ვერ უშველის. ქვეყანას უშველის მარტო ერთი რამე – ივანიშვილით დაწყებული კვირიკაშვილით დამთავრებული და მთელი ამ გუნდით დასრულებული, მათი ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით, მშვიდობიანად და მერე მუშაობა ქვეყნის წინსვლისთვის. მეტი არაფერი არ უშველის ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა თავისი გუნდით და თავისი მმართველობით,’’ – განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი