ახალი ამბები

გედევან ფოფხაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებს

26 აპრილი, 2018 • 1387
გედევან ფოფხაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებს

პარლამენტარი, “ქართული ოცნების” წევრი გედევან ფოფოხაძე აცხადებს, რომ იგი მიესალმება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. აღნიშნული განცხადება მან “TV პირველთან” ინტერვიუში გააკეთა.

“ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკურ პროცესში ჩართვაზე ჩვენ ყოველთვის ვსაუბროდით და ყოველთვის გვქონდა იმის განცდა, რომ მისი მონაწილეობა პროცესს გახდიდა უფრო ეფექტურს. მიღებული გადაწყვეტილება დადებითია. დღეს ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყოო, ვერ გეტყვით, მისასალმებელი და დადებითი მგონია, რომ არის. დღევანდელ შეხვედრაზე რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და გასაჯაროებული, [არ ველოდი]. აქამდეც მითქვამს, რომ მას აქვს პოლიტიკური კაპიტალი, რაც პიროვნულ ავტორიტეტთან არის დაკავშირებული. ამითი არავის ჩრდილს არ ვაყენებ, უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილის როლი “ქართული ოცნების” გამარჯვებაში და 2012 წლის 1 ოქტომბერში იმდენად ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი იყო, ვინც კი ამ პროცესში ჩართული ვიყავით, ამ ფაქტორს ყველა ვუწევთ ანგარიშს. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და რამდენად იყო ეს კრიზისი, ეს გადაწყვეტილება ბატონმა ბიძინამაც მიიღო და თუ ჩათვალა საჭიროდ, რომ გუნდს სჭირდება და სჭირდება ამ ფორმით, მას კარგად აქვს გააზრებული. “, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დღეს, 26 აპრილს, “ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ყოფილი პრემიერ-მინიტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.

ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად ბრუნდება

მასალების გადაბეჭდვის წესი