ახალი ამბები

კვირიკაშვილი: უახლოეს დღეებში “ქართული ოცნება” ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს

26 აპრილი, 2018 • 1605
კვირიკაშვილი: უახლოეს დღეებში “ქართული ოცნება” ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს

დღეს, 26 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება “ქართული ოცნების” ყრილობა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პარტიის ყრილობამდე გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა. პრემიერის თქმით, ყრილობაზე პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევენ.

“უახლოეს დღეებში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა და პარტიის ყრილობა გაიმართება. დარწმუნებული ვარ, რომ დელეგატები ერთხმად აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს და პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 26 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დღვანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად ბრუნდება პოლიტიკაში.

ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად ბრუნდება

მასალების გადაბეჭდვის წესი