ახალი ამბები

ბალენსიაგა და ვეტმანი გაყიდვებით TOP სამეულშია

26 აპრილი, 2018 • 4102
ბალენსიაგა და ვეტმანი გაყიდვებით TOP სამეულშია

Lyst-ის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში გაყიდვების რაოდენობით ბალენსიაგა პირველ ადგილზეა, მას მოსდევს მოდის სახლი გუჩი, მესამე ადგილს კი იკავებს ვეტმანი. მოდის ინდუსტრიაში გაყიდვების რაოდენობა კვარტლობით ითვლება და ბალენსიაგა ზედიზედ მესამედ არის გაყიდვების ლიდერი.

მსოფლიოში სამი ტოპ პოპულარული მოდის სახლიდან ორი – ბალენსიაგა და ვეტმანი დაკავშირებულია დემნა გვასალიასთან. გვასალია ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია, ხოლო ვეტმანი უშუალოდ მისი შექმნილია, რომელსაც ძმასთან, გურამ გვასალიასთან ერთად მართავს.

Lyst-ის მონაცემების თანახმად, 2017 წლის და 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ვეტმანის გაყიდვები 32%-ით გაიზარდა. ვეტმანთან შედარებით ბალენსიაგას გაყიდვები კიდევ უფრო სწრაფად იზრდება. ბალენსიაგა ასევე უფრო გავლენიანია მოდის ინდუსტრიაში, ვიდრე ვეტმანი. ბალენსიაგას პოპულარობას ხელს უწყობს ისიც, რომ, მისი პროდუქცია ვეტმანთან შედარებით იაფია, მაგალითად, თუ ბალენსიაგას ჰუდი 500 ფუნტი სტერლინგი ღირს, ვეტმანის ჰუდის ფასი 700-800 ფუნტი სტერლინგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი