ახალი ამბები

ქუთაისის მერიამ დროშის სადგამისთვის გამოცხადებული 65 651-ლარიანი ტენდერი გააუქმა

26 აპრილი, 2018 • 2772
ქუთაისის მერიამ დროშის სადგამისთვის გამოცხადებული 65 651-ლარიანი ტენდერი გააუქმა

ქუთაისის მერიამ 25 აპრილს შეწყვიტა ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერი, რომლის მიზანიც ნიკეას ქუჩაზე დროშის დგარის მოწყობა იყო. შესყიდვის მაქსიმალურ ღირებულებად 65 651 ლარი განისაზღვრა.

ინფორმაცია დროშის დგარის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერის შესახებ თავდაპირველად “ფლანგვის დეტექტორმა” გაავრცელა.

ტენდერი 16 აპრილს იყო გამოცხადებული, წინადადებების მიღება კი 12 მაისს უნდა დაწყებულიყო და 17 მაისს დასრულებულიყო.

ქუთაისის მერიაში 25 აპრილს გამართული სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, სატენდერო კომისიის წევრმა დავით ნიშნიანიძემ კომისიას აცნობა ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის 25 აპრილის წერილის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, დროშის დგარის მოსაწყობად ამ შესყიდვის განხორციელება მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

შესაბამისად, სატენდერო კომისიამ 65 651-ლარიანი ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი