კრის რის ყალბი ბილეთების გაყიდვისა და 152 850 ლარის მისაკუთრების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს ადამიანი, რომელმაც გაყიდა კრის რის ყალბი ბილეთები, თითქოს კრის რი თბილისში კონცერტს გამართავდა.

უწყების თანახმად, ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად შეიმუშავა გეგმა, თითქოს მისი კომპანიის ორგანიზებით,  თბილისში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კონცერტს  ცნობილი მუსიკოსი კრის რი გამართავდა.

გამოძების ინფორმაციით, ბრალდებულმა ფორმალურად გააფორმა ხელშეკრულებები ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზთან და ბილეთებით ონლაინ მოვაჭრე კომპანიასთან. მოქალაქეთა მოზიდვის მიზნით, მან ჩაატარა აქტიური პიარკამპანია  2017 წლის 30 დეკემბერს კრის რის ვითომდა დაგეგმილი კონცერტისთვის.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა გაყიდა 2 727  ბილეთი, რომელთა სრული ღირებულება 152 850 ლარს შეადგენს.

უწყების ინფორმაციით,  კრის რის მსოფლიო ტურნე 2017 წლის 12 დეკემბერს ინგლისში დასრულდა და საქართველოში კონცერტის გამართვა დაგეგმილი არ ყოფილა.

საქმეზე გამოძიება  მიმდინარეობს  სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.