ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ

14 ნოემბერი, 2013 • • 2551
საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ

“გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ჩვენს ოფისში, რკინიგზის დეპარტამენტის შენობაში, გვერდზე კაბინეტებში ისხდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მაგრამ სამწუხაროდ მთელი ღამის განმავლობაში არ გამოვიდნენ კონტაქტზე, შესაბამისად საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშრების ორგანიზებით დაიწყო სრულმასშტაბიანი გაფიცვა”, – აცხადებს ილია ლეჟავა. მისი თქმით, ამ დროისთვის ზუსტდება ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რომელი სადგურის თანამშრომლები უერთდეგიან გაფიცვას:

 

ამ მომენტისათვის გაჩერებულია თბილისის მახარისხებელი სადგური, სალოკომოტივო დეპო, მარნეულის სადგური, გარდაბანის სადგური, ბროწეულას სადგური, რუსთავის, ძეგვის, გაჩიანის სადგურები, სალიანდაგო სამსახურები, ენერგომომარაგება და გრძელდება ახლა ინფორმაციის მოწოდება სხვადასხვა რეგიონებიდან”, – ამბობს ლეჟავა.


მისი თქმით, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წევრები კვლავ მზად არიან მოლაპარაკებისთვის, თუმცა მათი თქმით, ადმინისტრაციიდან კონტაქტზე გაფიცვის დაწყების შემდეგაც არავინ გამოსულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი