ახალი ამბები

ანონსი – 26 აპრილი

25 აპრილი, 2018 • 1600
ანონსი – 26 აპრილი

11:00 – საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას მე-5 პავილიონში.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

ირმა ქავთარაძე ოფიციალურად გახსნის სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 23-ე საერთაშორისო გამოფენას Caucasus Build 2018.

11:00 – სასტუმროში ‘რუმს’ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამართავს სამუშაო შეხვედრას-“ნარკოპოლიტიკისრეფორმა საქართველოში“. EMC სტუმრებს ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკუთარ ხედვას გაუზიარებს, გააცნობს თუ რა ეტაპზეა მიმდინარე რეფორმა და რა გამოწვევებია ამ პროცესში. ორგანიზაციის მომხსენებლები ასევე ისაუბრებენ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად საჭირო ქმედების გზებზე.

11:30 – საზოგადოებრივი გაერთიანება ” საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” ხვალ საგანგებო ბრიფინგს გამართავს როგორც საყდრისის კომიტეტს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შეატყობინეს. კომპანია ” არემჯი გოლდი” 30 აპრილს გეგმავს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში “ბნელი ხევის” ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შეყვანას და უახლოესს ხანში ღია კარიერული წესით ოქროს ამოღების დაწყებას. ” ბრიფინგი ჩატარდება ‘ პრაიმ ტაიმის” პრეს- კლუბში 11.30 სთ.

12:00 – სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

13:00 – ,,დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიის წევრებთან ერთად სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრება.

14:00 –  შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პედაგოგებისთვის ნატოს თემაზე სემინარს გახსნიან ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.

16:00 -აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

16:00 – “ბიბლუსი გალერეაში” (კანდელაკის #7, გაგარინის მოედანი) პროექტის – “ქართველი მეფეები” მეოთხე ტომის, “გიორგი III” -ს წარდგენა და საჯარო ლექცია გაიმართება. ლექციას წიგნისა და გიორგი III-ს მეფობის შესახებ ჩაატარებს პროექტ ”ქართველი მეფეების“ ხელმძღვანელი, ისტორიის პროფესორი – ჯაბა სამუშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი