ახალი ამბები

საპატრიარქო “იდენტობაზე” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

13 ნოემბერი, 2013 • • 1070
საპატრიარქო “იდენტობაზე” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

“როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობამ” განაცხადა, რომ აქვთ სურვილი და უკვე შემოწირულობის შეგროვებაც დაიწყეს მიუსაფარი ბავშვებისთვის თავშესაფრის დასაარსებლად. 

 

“იდენტობა” სექსუალურ უმცირესობათა და სხვა სქესობრივი უმცირესობების უფლებების დამცველი და მათი აქტიური მხარდამჭერია. ბუნებრივია, იქმნება საშიშროება იმისა, რომ მათი “მზრუნველობის” ქვეშ მოქცეულ არასწრულწლოვნებთან ცხოვრების ასეთი წესი იქნას წახალისებული, ან დიდი ალბათობით, ისინი ამგვარი ორიენტაციის მიმდევრები გახდნენ, რაც ბავშვთა საყოველთაოდ აღიარებული – პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას წარმოადგენს. ეს კი მიუღებელია, როგორც ეკლესიისთვის, ასევე, მთელი საზოგადოებისთვის.

 

აღვნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას და მიგვაჩნია, რომ მიუსაფარ ბავშვებზე მზრუნველობა უნდა განხორციელდეს სახელმწიფოსთან კოორდინირებით. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არა მხოლოდ “იდენტობის” შეხედულებისამებრ – დამოუკიდებლად, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვების პირად ცხოვრებაზე და არა არჩევანზე უარყოფითი მოქმედების საფრთხე მეტნაკლებად მოხსნილი იქნება.”

 

ორგანიზაცია “იდენტობა” თავშესაფარს უსახლკარო მოქალაქეებისთვის და არა კონკრეტულად ბავშვებისთვის გეგმავდა. თუმცა საპატრიარქომ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია – მისი განცხადებით, “იდენტობა” თავშესაფარს ბავშვებისთვის აშენებდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი