ახალი ამბები

იაშვილის კლინიკის დირექტორი: მცირეწლოვანს ოპერაცია სწორად და წარმატებით ჩაუტარდა

25 აპრილი, 2018 • 4499
იაშვილის კლინიკის დირექტორი: მცირეწლოვანს ოპერაცია სწორად და წარმატებით ჩაუტარდა

იაშვილის კლინიკის დირექტორი, ივანე ჩხაიძე, ჩვილი ბავშვის ორგანიზმში ოპერაციის შემდეგ დოლბანდის ჩატოვების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, ტექნიკური თვალსაზრისით, ოპერაცია იაშვილის კლინიკის ექიმებმა სწორად ჩაატარეს.

ვერანაირად ვერ დავასტურებ ამ ინფორმაციასმარტივი მიზეზის გამო: არ არსებობს არანაირი დოკუმენტაცია, არანაირი ოფიციალური პასუხი საფრანგეთიდან ჩვენ არ გვაქვს. რაც შეეხება ოპერაციის ტექნიკურ მხარეს, თვით ის ფაქტი, რომ ის ბავშვი კლინიკიდან გაიწერა და 10 თვის შემდეგ იყო სტაბილურ მდგომარეობაში, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ოპერაცია ჩატარდა კარგად, სწორად და წარმატებით,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში.

რამდენიმე დღის წინ ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში მცირეწლოვნის ოჯახის წევრი საუბრობს იაშვილის კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ბავშვის ორგანიზმში ექიმების მიერ ჩატოვებული დოლბანდის შესახებ. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, მცირეწლოვნის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების გამო გამოძიება უკვე დაიწყო.

როგორც არასრულწლოვნის ოჯახის წევრი ამბობს, ოპერაციის ჩატარებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც ის საფრანგეთში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა ბავშვის მუცელში ჩატოვებული დოლბანდი აღმოაჩინეს.

ვრცლად ოჯახის ვერსიის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი