ახალი ამბები

ადმინისტრაცია რკინიგზელთა პროტესტს გარედან კონტროლირებადს უწოდებს

13 ნოემბერი, 2013 • • 1023
ადმინისტრაცია რკინიგზელთა პროტესტს გარედან კონტროლირებადს უწოდებს

“საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი სისტემატურ დიალოგს აწარმოებდა ორივე, დღეისათვის დარეგისტრირებულ პროფკავშირთან. აქტიური განხილვების შედეგად მათ გადაეცათ კოლექტიური ხელშეკრულების პროექტები, სადაც კანონმდებლობის მოთხოვნებიდან და დღევანდელი რეალობიდან გამომდიანრე მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული თანამშრომელთა ინტერესები. თუმცა რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა რადიკალური მოთხოვნების დაყენებით ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკების პროცესი, კერძოდ:


მათ მიერ არ იქნა განხილული შეთავაზებული პროექტი წლიური შედეგების მიხედვით თანამშრომელთა პრემირების შესახებ;

საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა

.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რკინიზელთა ახალი პროფკავშირების ქმედება  კომპანიის მიერ აღქმულია, როგორც გარედან კონტროლირებადი, მიმართული ცალკეული ლიდერების პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ცოტა აქვს საერთო რკინიგზის თანამშრომელთა ინტერესების დაცვასთან.

 

მსგავსი დექსტრუქციული ქმედებები საფრთხეს უქმნის რკინიგზის იმიჯს და მზარდი ტვირთნაკადის პირობებში უარყოფითად მოქმედებს სატრანსპორტო დერეფნის საიმედოობის აღქმაზე”, – ნათქვამია განცხადებაში. თუმცა საქართველოს რკინიგზა გამოთქვამს მზადყოფნას, კვლავაც გააგრძელოს მოლაპარაკებები ნებისმიერ მხარესთან წინაპირობების წამოყენების გარეშე.


 

“საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი” საყოველთაო გაფიცვას ხვალ, 14 ნოემბერს გეგმავს. რკინიგზელები ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, სამართლიანი და გამჭვირვალე საპრემიო სისტემის დაწესებას და სტაჟისა და კვალიფიკაციის მიხედვით დანამატის გაცემას ითხოვენ.

 

მათი განცხადებით, დღეს ღამე რკინიგზის ადმინისტრაციის შენობასთან გაათენებენ და თუ დილამდე მათ არავინ დაელაპარაკა, ხვალ სამსახურში გამოცხადდებიან, თუმცა მოვალეობას არ შეასრულებენ და პროტესტს ასე გამოხატავენ. 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი