ახალი ამბები

მერიამ მუხიანის რადიოქარხნის რეკრეაციული ზონის კვლევაზე მუშაობა დაიწყო

25 აპრილი, 2018 • 7922
მერიამ მუხიანის რადიოქარხნის რეკრეაციული ზონის კვლევაზე მუშაობა დაიწყო

თბილისის მერიამ მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარებისა და პოტენციური გამოყენების კვლევაზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეისწავლოს ამ ადგილას მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონის აშენება ოთხ ეტაპად:

  • შეისწავლოს გარემოს უსაფრთხოების და იქ არსებული კონსტრუქციის მდგრადობა;
  • უნდა ჩატარდეს ობიექტის ანალიზი და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის კვლევა;
  • შექმნას ტერიტორიის განვითარების კონცეფცია;
  • შექმნას საპროგნოზო ფინანსური გათვლები და კონცეპტუალური გენერალური გეგმა.

თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილია კვლევის სავარაუდო ღირებულება – 330 400 ლარი. ტენდერში განაცხადების მიღება 4 მაისიდან დაიწყება. მერია აღნიშნავს, რომ თუ რომელიმე ეტაპზე გაირკვევა, რომ პროექტის განხორციელება შეუძლებელია, მაშინ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდება.

მუხიანის რადიოქარხნის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო. იმჟამინდელმა  მერობის კანდიდატმა აქ პრესკონფერენცია მოაწყო და განაცხადა, რომ ამ ადგილას რეკრეაციული ზონა შეიქმნება.

მაშინ კალაძემ განაცხადა, რომ პროექტს “რადიოქალაქი” ჰქვია და კერძო ინვესტიციის მეშვეობით ადგილზე საგამოფენო სივრცეების, კაფეების, საცურაო აუზებისა და სხვა დაწესებულებების მოწყობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი