ერევანში საპროტესტო აქციები განახლდა – ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლას ითხოვს

ერევანში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები გრძელდება. დემონსტრანტებმა, რომელთა სათავეშიც ოპოზიციონერი ნიკოლ პაშინიანი დგას, აქციები იმის შემდეგ განაახლეს, რაც ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებები პაშინიანსა და სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არ შედგება.

დემონსტრანტები ითხოვენ არა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლას, არამედ ნიკოლ პაშინიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნასაც.

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, როგორც პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შემსრულებელმა, კარენ კარაპეტიანმა განაცხადა, აღნიშნული სიტუაციიდან ერთ-ერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია. თუმცა,აღნიშნულს არ ეთანხმება ოპოზიცია.

“მე მიმაჩნია, რომ ჩვენი არაძალადობრივმა “ხავერდოვანმა” რევოლუციამ კონკრეტული და ნათელი მესიჯი გააგზავნა იმის თაობაზე, რომ რესპუბლიკური პარტია სომხეთის სათავეში აღარ უნდა იყოს, ანუ თუ სერჟ სარსგსიანი წავიდა, ძალაუფლება რესპუბლიკელებსაც უნდა ჩამოერთვათ, ვინაიდან ჩვენ არ დაგვიდგეს ისეთი სიტუაცია, სადაც სარგსიანი ქვეყნის მართვას კულისებიდან განაგრძობს,” – განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა.

გარდა ამისა, პაშინიანი მოუწოდებს მის მხარდამჭერებს, კვლავაც შეიკრიბონ რესპუბლიკის მოედანზე, რათა “ხავერდოვანი რევოლუციის” მონაპოვარი გაამყარონ.

სომხეთის მთავრობა 23 აპრილს გადადგა. ახალი მინისტრთა კაბინეტი კი პრემიერის არჩევიდან 15 დღის განმავლობაში უნდა დამტკიცდეს. სომხეთის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, რუსტამ მაჰმუდიანის განცხადებით, სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევნები 2 მაისს გაიმართება.

სომხეთში აქციები გრძელდება. დემონსტრანტები ხელისუფლების შეცვლას ითხოვენ. 25 აპრილი 2018 წელი. ფოტო: ნეტგაზეთი

სომხეთში აქციები გრძელდება. დემონსტრანტები ხელისუფლების შეცვლას ითხოვენ. 25 აპრილი 2018 წელი.ფოტო: ნეტგაზეთი

სომხეთში აქციები გრძელდება. დემონსტრანტები ხელისუფლების შეცვლას ითხოვენ. 25 აპრილი 2018 წელი.ფოტო: ნეტგაზეთი

 

სომხეთში აქციები გრძელდება. დემონსტრანტები ხელისუფლების შეცვლას ითხოვენ. 25 აპრილი 2018 წელი. ფოტო: ნეტგაზეთი

 

სომხეთში აქციები გრძელდება. დემონსტრანტები ხელისუფლების შეცვლას ითხოვენ. 25 აპრილი 2018 წელი. ფოტო: ნეტგაზეთი

 

სომხეთში აქციები გრძელდება. დემონსტრანტები ხელისუფლების შეცვლას ითხოვენ. 25 აპრილი 2018 წელი. ფოტო: ნეტგაზეთი

 

სომხეთში აქციები გრძელდება. დემონსტრანტები ხელისუფლების შეცვლას ითხოვენ. 25 აპრილი 2018 წელი. ფოტო:ნეტგაზეთი

სომხეთში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია:

  • 23 აპრილს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა, მოქალაქეების 10-დღიანი აქციების შემდეგ თანამდებობა დატოვა.
  • პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს სომხეთის ამჟამინდელი ვიცეპრემიერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარენ კარაპეტიანი ასრულებს.
  • ათწლიანი საპრეზიდენტო მმართველობის შემდეგ სერჟ სარგსიანის უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში დარჩენის საფრთხე სომხეთში პირველად ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა.
  • რამდენიმე დღეში სარგსიანი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად უკვე ოფიციალურად დაასახელეს, რასაც ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი აქციებიც მოჰყვა.
  • 16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ.
  • 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.
  • სარგსიანის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ აქციაში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. გუშინ, 22 აპრილს მომიტინგეთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.
  •  23 აპრილს აქციას სტუდენტების დიდი ნაწილი და ათეულობით ჯარისკაცი შეუერთდა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან