ახალი ამბები

ფრანგულ მხარესთან მეცნიერების მხარდამჭერი  მემორანდუმი გაფორმდა

25 აპრილი, 2018 • 1145
ფრანგულ მხარესთან მეცნიერების მხარდამჭერი  მემორანდუმი  გაფორმდა

24 აპრილს ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და საქართველოში საფრანგეთის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია როგორც ერთობლივი პროგრამებისა და ღონისძიებების გზით, ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ხელშეწყობა, ასევე საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციისთვის, ერთობლივი პროექტების განხორციელება. მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, მუშაობა დაიწყება საფრანგეთის უნივერსიტეტებში ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრების დაარსების თაობაზე.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მანანა მიქაბერიძემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა ჟან-ივ ლავუარმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი