ახალი ამბები

რუსთაველზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა: არიან დაშავებულები

24 აპრილი, 2018 • 3986
რუსთაველზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა: არიან დაშავებულები

დღეს, 24 აპრილს, რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შსს-ს ცნობით, ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა.

როგორც უწყებაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა ოთხი მგზავრი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთაველზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი