ახალი ამბები

ნათელაშვილი: ინაუგურაციის დღეს აქციას გავმართავ

12 ნოემბერი, 2013 • • 1576
ნათელაშვილი: ინაუგურაციის დღეს აქციას გავმართავ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 12 ნოემბერს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი გამოაქვეყნა. შეხვედრაზე მივიდა ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

 

მან კომისიის თავმჯდომარეს გადასცა ის დოკუმენტაცია, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებდა, რომ არჩვნები კონკრეტულ უბნებზე გაყალბდა. 

 

“საოცარი დემოკრატია ივანიშვილის მიერ აშენებული, საოცარი დემოკრატია ჩაკეტილი კარებებით. ქურდული “სხადნიაკი” იკრიბება ცენტრალურ საარჩევნო კომისიად წოდებული და გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებენ,”- განაცხადა ნათელაშვილმა. 

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

 

არჩევნების შედეგები ჟურნალისტებს ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა გააცნო. ცესკოს ცნობით, არც ერთი შემაჯამებელი ოქმი არ ყოფილა გასაჩივრებული. შესაბამისად, ორგანომ შედეგები ვადაზე ადრე წარმოადგინა. კანონით ცესკოს შედეგების გქმოევყნების ვალდებულება 16 ნოემბრის ჩათვლით აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი