ახალი ამბები

კვირიკაშვილი: მნიშვნელოვანია მათი წვლილი, ვინც პარტიას თავდაპირველად შემოუერთდნენ

24 აპრილი, 2018 • 1458
კვირიკაშვილი: მნიშვნელოვანია მათი წვლილი, ვინც პარტიას თავდაპირველად შემოუერთდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის სამომავლო პერსპქტივებზე ისაუბრა. მისი თქმით, პარტიის მუდმივი განახლების მიუხედავად, არავინ უნდა დაივიწყოს იმ ადამიანთა საქმიანობა, რომლებიც მას დაარსებისთანავე შეუერთდნენ.

“კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ და იმედს გამოვთქვამ, რომ პარტიული ორგანიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდება. ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი პარტიის არსებობა. მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წვლილი, რომლებმაც ყველაზე რთულ პერიოდში მიიღეს გადაწყვეტილება და დაუდგნენ  გვერდით პარტიას და მის ლიდერ,ს ბიძინა ივანიშვილს, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება, შეეცვალა რეალობა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წვლილი, რომლებიც შემდგომში შემოუერთდნენ პარტიას. პარტია მუდმივად უნდა იყოს განახლების პროცესში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმ ადამიანების წვლილის დავიწყებას, რომლებიც “ქართულ ოცნებას” პირველივე დღიდან გვერდში ედგნენ”, – აღნიშნა მან.

სიტყვით გამოსვლისას კვირიკაშვილმა ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ქუთაისში გაწეულ სამუშაოებსა და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

“ოცნების” საოლქო კონფერენციები საქართველოს მასშტაბით გასული კვირიდან იმართება. 21 აპრილს ღონისძიება ამბროლაურში, 23 აპრილს – ბათუმსა და ოზურგეთში, დღეს კი – ზუგდიდსა და ქუთაისში გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი