ლარი დოლართან 3 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ხვალ, 25 აპრილს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.47 ლარი იქნება. ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.02  ლარი გახდა. სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან 3 თეთრით გაუფასურდა. დღეს, 24 აპრილს ეროვნული ვალუტის ოფიციალური ღირებულება აშშ დოლართან 2.44 ლარს შეადგენდა, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება კი 2.99 ლარი იყო.

მიმდინარე წლის 3 აპრილს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი შეიძინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.