ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთიდან ომის დროს დაღუპულთა 22 ნეშტი გადმოასვენეს

24 აპრილი, 2018 • 1471
აფხაზეთიდან ომის დროს დაღუპულთა 22 ნეშტი გადმოასვენეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცნობით, აფხაზეთიდან გადმოსვენებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ამოცნობილია.

“წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს შეხვდნენ და ნეშტების გადაცემის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდეს. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში, 25 აპრილს 19:00 საათიდან, 26 აპრილს კი 12:00-15:00 საათამდე გაიმართება. 26 აპრილს, 16:00 საათზე, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ”.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც ჩართულია დევნილთა და განსახლების სამინისტრო.

საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ოფიციალური ცნობითვე, 11 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა.

“მოლაპარაკებების შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 148 ადამიანის ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია და ეს პროცესი გრძელდება”, – წერია სამინისტროს განცახადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი