ახალი ამბები

სამტრედიის მერიის მაღალჩინოსანი ქრთამის აღების ბრალდებით დაკაავეს

24 აპრილი, 2018 • 1567
სამტრედიის მერიის მაღალჩინოსანი ქრთამის აღების ბრალდებით დაკაავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით სამტრედიის მერიის მაღალჩინოსანი ავთანდილ ნაცვლიშვილი დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული სამტრედიის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების უფროსად მუშაობდა. ის სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ავთანდილ ნაცვლიშვილმა 2017 წლის 11 დეკემბერს სამტრედიაში, სოფელ ღანირში, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული მეწარმის წარმომადგენელს შესრულებული სამუშაოს კომისიური წესით უპრობლემოდ ჩაბარებისა და სამუშაოს შესრულებისათვის მისაღები თანხის დროულად ჩარიცხვის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა  500 ლარი, რაც 2018 წლის 30 მარტს  აიღო.

როგორც სუს აცხადებს, გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირმა 2017 წლის 26 სექტემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სამტრედიიდან ილორის მიმართულებით გარე განათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული იმავე მეწარმის წარმომადგენელს, შესრულებული სამუშაოს კომისიური წესით უპრობლემოდ ჩაბარებისა და სამუშაოს შესრულებისათვის მისაღები თანხის დროულად ჩარიცხვის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი