ახალი ამბები

ანონსი – 24 აპრილი

23 აპრილი, 2018 • 1651
ანონსი – 24 აპრილი

12:00 საათზე  პრეს-კლუბში პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები: თავისუფალი საქართველო – კახა კუკავა, პატრიოტთა ალიანსი – გოჩა თევდორაძე და ქრისტიან-დემოკრატები – გოჩა ჯოჯუა პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში მათი კანდიდატურის მოხსნა და დაფინანსების შეწყვეტა.


14:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა (TAF) თბილისში პირველად, 17-20 მაისს ჩატარდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდახუთზე მეტ გალერეასა და ოცდათხუთმეტამდე დამოუკიდებელ ხელოვანს გააერთიანებს.

პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია თიბისი სტატუსი


11:00 საათზე – “მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები” ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძ და თბილისისმე -5 მოწვევის საკრებულოს დეპუტატი გულიკო ზუნბაძე პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.


თემა: თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე მდგომარეობა მწვავდება.
მისამართი: წერეთლის გამზირი #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან).


11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)


16:00 საათზე, გაიმართება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას შეხვედრა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)


24 აპრილს 17:00 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ორგანიზებით,  გაიმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე საქართველოში აეროალერგენების დათვლისა და პროგნოზირების სამსახურის პრეზენტაცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი