ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენა

23 აპრილი, 2018 • 2252
სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა მთავრობის გადაყენების ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საინფორმაციო სააგენტო news.am ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრძანებაში ნათქვამია, რომ სომხეთის კონსტიტუციის 130-ე მუხლის თანახმად, მთავრობა გადაყენებულია.

დღეს, სომხეთში საპროტესტო აქციების გამო, გადადგა პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანიც.


სომხეთში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია:

  • დღეს, 23 აპრილს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა, მოქალაქეების 10-დღიანი აქციების შემდეგ თანამდებობა დატოვა.
  • პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს სომხეთის ამჟამინდელი ვიცე – პრემიერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარენ კარაპეტიანი ასრულებს.
  • ათწლიანი საპრეზიდენტო მმართველობის შემდეგ სერჟ სარგსიანის უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში დარჩენის საფრთხე სომხეთში პირველად ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა.
  • რამდენიმე დღეში სარგსიანი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად უკვე ოფიციალურად დაასახელეს, რასაც ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი აქციებიც მოჰყვა.
  • 16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ.
  • 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.
  • სარგსიანის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ აქციაში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. გუშინ, 22 აპრილს მომიტინგეთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.
  • დღეს, 23 აპრილს აქციას სტუდენტების დიდი ნაწილი და ათეულობით ჯარისკაცი შეუერთდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი