ახალი ამბები

ერთი ვაშლის გამო, ამერიკელმა მესაზღვრემ ევროპიდან მიმავალი მგზავრი $500-ით დააჯარიმა

23 აპრილი, 2018 • 9195
ერთი ვაშლის გამო, ამერიკელმა მესაზღვრემ ევროპიდან მიმავალი მგზავრი $500-ით დააჯარიმა

BBC-ის ცნობით, აშშ-ის საბაჟომ მინეაპოლისის აეროპორტში 500 დოლარით დააჯარიმა ავიაკომპანია დელტას მგზავრი მას შემდეგ, რაც ჩანთაში ვაშლი აღმოუჩინეს. ვაშლი, რომლის გამოც ქალი დააჯარიმეს, თვითმფრინავში დესერტად დაურიგეს.

კრისტალ თედლოქი აშშ-ში პარიზიდან მიფრინავდა, ვაშლი კი, რომელიც ფრენისას ავიაკომპანიის თანამშრომლებმა მისცეს, დენვერამდე მისი შემდეგი რეისისთვის შეინახა. მინეაპოლისის აეროპორტში აშშ-ის მესაზღვრემ ვაშლი ჩვეულებრივი შემოწმების დროs აღმოაჩინა. თედლოქი ჯარიმის გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ უსამართლოდ დააკისრეს.

აშშ-ის საბაჟომ კონკრეტული კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადეს, რომ ფრენისას სოფლის მეურნეობის ნაწარმის დეკლარირება უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგზაურს ჯარიმის გადახდა მოუწევს. ეს წესები აშშ-ის მიმართულებით მიმავალი ყველა მგზავრისთვის ცნობილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი