ახალი ამბები

თბილისში, სომხეთის საელჩოსთან სარგსიანის გადადგომას ზეიმობენ [ვიდეო]

23 აპრილი, 2018 • 1606
თბილისში, სომხეთის საელჩოსთან სარგსიანის გადადგომას ზეიმობენ [ვიდეო]

დღეს თბილისში, სომხეთის საელჩოსთან, ერევანში მომიტინგეთა მხადასაჭერად აქცია იმართებოდა. რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა შეიტყვეს, რომ სომხეთის უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას ისინი შეძახილებით შეხვდნენ.

სომხეთის მოქალაქეები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ მასშტაბურ აქციებს ბოლო ათი დღეა მართავდნენ.

16 აპრილს ერევანში  ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყო სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ.

აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ. 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.

სარგსიანის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ აქციაში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. გუშინ, 22 აპრილს მომიტინგეთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.

დღეს, 23 აპრილს აქციას სტუდენტების დიდი ნაწილი და ათეულობით ჯარისკაცი შეუერთდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი