მერაბ ნინიძე სერიალში Homeland პირველად გამოჩნდა

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე პოოპულარულ ამერიკულ სერიალში “სამშობლო” პირველად გამოჩნდა. მსახიობი ტელეშოუს მეშვიდე სეზონის მეთერთმეტე სერიაში “All in” რუსეთის დაზვერვის მაღალჩინოსნის როლს ასრულებს, რომელიც აგენტების დახმარებით აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მარჯვენა ხელის წინააღმდეგ მუშაობს.

მერაბ ნინიძე Homeland-ში

მანამდე, ნინიძე სერიალის მეშვიდე სეზონის მეცხრე ეპიზოდში – Useful Idiot –  უკვე გამოჩნდა, თუმცა მოცემულ სერიაში, სატელეფონო საუბრის სცენაში, მხოლოდ მისი ხმა ისმოდა.

Homeland-ის მეთერთმეტე სერია ეთერში დღეს, თბილისის დროით გამთენიისას გავიდა. Homeland-ის მეშვიდე სეზონის ფინალური სერია Show Time-ის ეთერში კვირას, 29 აპრილს გავა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.