ახალი ამბები

ავღანეთში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

22 აპრილი, 2018 • 1421
ავღანეთში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ავღანეთში, ქაბულში მომხდარ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. BBC-ის ინფორმაციით, აფეთქება ამომრჩეველთა რეგისტრაციის პუნქტთან მოხდა და შემთხვევის შედეგად სულ მცირე ოცი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. BBC წერს, რომ აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა განახორციელა. ისლამური სახალმწიფოს დაჯგუფების განცხადებით, თავდასხმის უკან ისინი დგანან. ქვეყანაში 2018 წლის ოქტომბერში საკანომდებლო ორგანოს არჩევნებია დადგემლი, რის გამოც ამომრჩეველთა რეგისტრაცია აპრილში დაიწყო. BBC-თვის 2018 წლის დასაწყისში მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თალიბანი და ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფება მოსახლეობაზე თავდასხმით ცდილობენ, მოქალაქეები ხელისუფლებას აუმხედრონ და ქვეყანაში ქაოსი შექმნან.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი