09:00 სემინარის გახსნა: ნატო-საქართველოს 10 წლიანი გაღრმავებული თანამშრომლობის აღნიშვნა: მიღწევები და პერსპექტივები. მის:ბათუმი, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმი“.
11:00 აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას სამუშაო შეხვედრა საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან, საქართველოს ბანკების ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. თემა: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტი“. მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).
12:00 თბილისს მერიის შენობის წინ უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე მოსახლეობასთან ერთად გააპროტესტებს დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის #22-ის ბინათმენაშენეთა კოოპერატივის საკუთრების უკანონო მშენებლობას.
14:00 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას შეხვედრა თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან და დირექტორის მოადგილესთან. მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439.