ახალი ამბები

ნანუაშვილი დაჭერების ახალი ტალღის აგორებას გამორიცხავს

8 ნოემბერი, 2013 • • 1011
ნანუაშვილი დაჭერების ახალი ტალღის აგორებას გამორიცხავს

ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ინგა გრიგოლიას თოქ–შოუ „დიდ პოლიტიკაში“ განაცხადა.  ეს ტალღა არ აგორდება და არ დაუკავშირდება მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძის კანდიდატურის დასახელებას.

 

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

“მე არ ვფიქრობ, რომ დაჭერების რაიმე ტალღა დაიწყება, თუმცა გამოძიება ყველა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს და ყველა საქმე ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს. ჩემთვის ცოტა  რთულია იმის თქმა,  თუ რა და როგორ იყო, ან რამდენად გამოიწვევს პროკურორის შეცვლა რაიმე ცვლილებას ამ საქმეების გამოძიებაში. ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, ანუ იგეგმება თუ არა დაკავებები“, – განაცხადა ნანუაშვილმა.

 

საქართველოს მთავარ პროკურორად შესაძლოა ოთარ ფარცხალაძე დაინიშნოს, რომელსაც ამ დროისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა უკავია.

 

ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა “ინტერპრესნიუსს” დაუდასტურა. 

 

საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას არჩილ კბილაშვილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს, ხოლო მისი შემცვლელი ახალმა პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს. პრემიერის თანამდებობას, ასევე, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამჟამინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი