ახალი ამბები

დავით ბერძენიშვილი: ვენდობი ირაკლი ღარიბაშვილს

8 ნოემბერი, 2013 • • 1063
დავით ბერძენიშვილი: ვენდობი ირაკლი ღარიბაშვილს

ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი2″–ის ეთერში, გადაცემა “პოზიციაში” განაცხადა: 

დავით ბერძენიშვილი
დავით ბერძენიშვილი

“ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მერე რა, რომ ის ახალგაზრდაა. მე ვენდობი ირაკლი ღარიბაშვილს. ერთი წელი ღარიბაშვილმა იმუშავა შინაგან საქმეთა მინისტრად. მან ჩაიბარა ძალიან კონტროლირებადი პოლიცია. ბევრი ცუდი რამ აღმოჩნდა, რაც ვიცოდით, რასაც ვგრძნობდით და რაც გაჟღერდა იმაზე მეტი. 24 ათასი უკანონო ფაილი არსებობს და ბევრი სხვა რამ არსებობს. არ მინდა ვისაუბრო იმაზე, ციხეებში რა ხდებოდა და ეკონომიკური დანაშაულის იმიტაციის გამო რამდენი ადამიანი იყო ციხეში. შემდეგ, როცა ჩაიბარებ, ქვეყანაში 25 ათასი პატიმარი გყავს და უამრავი პრობაციონერი და ა.შ. ეს არ არის, უკვე როცა მიდიხარ ხელისუფლებიდან, ეს სერიოზული მინუსია.”

 

დავით ბერძენიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებას რამდენიმე ნაწილად ყოფს და აცხადებს, რომ ის პოლიტიკაში ყოფნისას კომპრომისზე არ წასულა: “მე სააკაშვილთან ერთად მოვიგე, მაგრამ მასთან ერთად არ ვიხელისუფლე. საქართველო ასლან აბაშიძის გარეშე როდესაც ვნახე. 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცუდი ცვლილების შესახებ მაშინვე გამოვხატეთ პოზიცია. სხვათა შორის, გიგა ბოკერიამაც მაშინვე გამოხატა პოზიცია და ნეგატიური დამოკიდებულება ამ ცვლილებების მიმართ. ჩვენ წავედით ოპოზიციაში გამარჯვებული ბლოკით. ამის მიუხედავად, 2007 წლამდე საქართველოში არ იყო მხოლოდ მინუსი, იყო პლიუსიც. იყო საგადასახადო წესრიგი და ფინანსური პოლიცია. მეწარმეები იყვნენ კმაყოფილები. იყო შეზღუდვა სიტყვის თავისუფლების. ეს იყო პლიუს–მინუსების ჯამი.” 

 

ბიძინა ივანიშვილმა 2 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. 

 

პრემიერ–მინისტრის კანდიდატურა საზოგადოებას თავად ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა, რომელსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ სწორედ აღნიშნული თანამდებობა უკავია. 

 

წარდგენისას ივანიშვილმა ღარიბაშვილს “გულწრფელი” და “ნაღდი” კაცი უწოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი