ახალი ამბები

რა კავშირი აქვს ახალაიასთან ნათია იმნაძის დათხოვნას ომბუდსმენის აპარატიდან

8 ნოემბერი, 2013 • • 1717
რა კავშირი აქვს ახალაიასთან ნათია იმნაძის დათხოვნას ომბუდსმენის აპარატიდან
სხვა დეტალებზე, იმნაძის თქმით, მისი მხრიდან განცხადება ორშაბათს, 11 ნოემბერს გაკეთდება. 
 
 
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ადასტურებს სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, ნათია იმნაძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, თუმცა, როგორც ომბუდსმენის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ გაასაჯაროებს მისი გათავისუფლების საფუძვლებს.
 
 
იმნაძესთან ერთად სამსახურიდან დათხოვნილია მისი მოადგილეც, ოთარ კვაჭაძე.
 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, “იმნაძის და კვაჭაძის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ სახალხო დამცველთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრმა თეა თუთბერიძემ, მონიტორინგის დროს, მსჯავრდებულ ბაჩო ახალაისთან შეხვედრა მოახერხა.”

 

“საერთოდ ვერ ვხვდები, რა კავშირია ჩემი შეხვედრა რომელიმე პატიმართან ნათია იმნაძის გათავისუფლებასთან, იმიტომ, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტს რა უფლებები აქვს, ეს მე ძალიან კარგად ვიცი. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მასთან შეხვედრას ითხოვს პატიმარი, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ეს პატიმარი,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში თეა თუთბერიძე.

 
თუთბერიძის თქმით, ის უკვე დაუკავშირდა ომბუდსმენის აპარატს და საკითხის გასარკვევად უახლოეს დღეებში სახალხო დამცველთან შეხვედრა მოითხოვა.

ნათია იმნაძე
ნათია იმნაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი