ახალი ამბებიგართობა

კასპის მაჟორიტარი – ჩემს ფილმში მანუელ ნოიერი მონაწილეობს

21 აპრილი, 2018 • 3465
კასპის მაჟორიტარი – ჩემს ფილმში მანუელ ნოიერი მონაწილეობს

ქართული ოცნების პარლამენტარის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, მის ახალ დოკუმენტურ ფილმში მსოფლიო ჩემპიონმა და გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა მიიღო მონაწილეობა.

კასპის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, დოკუმენტური ფილმი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს ეძღვნება და მოიცავს თითქმის ყველა სფეროს. მეზურნიშვილის თქმით, პრემიერა რამოდენიმე თვეში შედგება.

საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი