სოფელ შილდასთან მესაზღვრე იარაღით მიყენებული ჭრილობით დაიღუპა

მაესტროს ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდიდან რამდენიმე კილომეტრში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით დაიღუპა.

ინფორმაცია ნეტგაზეთს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს. მათი ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სოფელი შილდა. ფოტო: სოფია ჯუღელი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.