თბილისში აგარის ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს [LIVE]

აგარის ქარხნის თანამშრომლები და მათი მხარდამჭერები კანცელარიისკენ საპროტესტო მსვლელობას აწყობენ. როგორც აქციის წევრები განმარტავენ, ისინი კანცელარიასთან გაჩერდებიან, სადაც საპროტესტო აქციას გამართავენ.

აგარის ქარხნის თანამშრომლების მსვლელობა სამი დღის წინ, დაბა აგარიდან დაიწყო. ქარხნის თანამშრომლებმა 110 კილომეტრი ფეხით გაიარეს და თბილისში გუშინ, 19 აპრილს გვიან ღამით ჩამოვიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა აგარის შაქრის ქარხნის ამუშავებაა, რომელიც 7 თვის წინ დაიხურა.

ვრცლად, აგარის ქარხნის თანამშრომლების მოთხოვნების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან