ახალი ამბებირეკლამა

სს გეს „საქრუსენერგო“ 330 კვ. ეგხ „გარდაბანზე“ სარეაბილიატაციო სამუშაოებს განახორციელებს

20 აპრილი, 2018 • 2125
სს გეს „საქრუსენერგო“ 330 კვ. ეგხ „გარდაბანზე“  სარეაბილიატაციო სამუშაოებს  განახორციელებს

330 კვ ეგხ[ელექტროგადამცემი ხაზი]„გარდაბანი“ წარმოადგენს სახელმწიფოთაშორისო ელექტროგადამცემ ხაზს, რომლის მეშვეობითაც წარმოებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებისის პარალელურ რეჟიმში მუშაობა, ჩვენი ენერგოსისტემის მდგრადობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა. ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემა 500 კვ ეგხ „კავკასიონით“ პარალელურ რეჟიმში მუშაობას ახორციელებს რუსეთის ენერგოსისტემასთან. აქედან გამომდინარე 330 კვ ეგხ „გარდაბანი“ იმყოფება მარქაფში.

330 კვ ეგხ „გარდაბანი“ გეგმიური სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად შეკეთებაში უნდა ჩამდგარიყო 2018 წლის 04 ივნისიდან 09 ივნისის ჩათვლით.

 

როგორც საქართველოს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრიდან ცნობილი გახდა 330 კვ ეგხ „გარდაბანისა“ და გადამკვეთი 500, 220 და 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებაში ჩაყენება, რომელთა გამორთვაც აუცილებელია ეგხ „გარდაბანზე“ სარემონტო სამუშაოების სრულყოფილად წარმართვისათვის შესაძლებელი იქნება 2018 წლის 23 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით.

სამუშაოები შესრულდება მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. 330 კვ ეგხ „გარდაბანზე“ სამუშაოებს განახორციელებს თბილისის სსუ-სა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი. სამუშაოებზე დაკავებული იქნება სს გეს „საქრუსენერგოს“ 30-მდე პერსონალი და გამოყენებული იქნება 10 ერთეული სპეცტექნიკა.

ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სამუშაოების წარმოებას კოორდინაციასა და მონიტორინგს გაუწევს აღმოსავლეთ საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ვახტანგ კიკვაძე. პერსონალის მიერ სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებას ზედამხედველობას და კონტროლს გაუწევს უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია.

330 კვ ეგხ „გარდაბანის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში შესრულდება გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები, მათ შორის გატეხილი და დაჭუჭყიანებული იზოლატორების შეცვლა, ნაკერებში გახსნილი კუთხოვანების ადგილების გამაგრება შედუღებით, კუთხური ანძების მარყუჟების შემაერთებელი სააპარატო მომჭერების აღდგენა, ანძებიდან ფრინველების ბუდეების ჩამოხსნა, მაღლივი დათვალიერება და სამუშაოთა წარმოების პროცესში აღმოჩენილი სხვა გადაუდებელი სამუშაოები.

შესრულებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდება ელექტროგადამცემი ხაზის მდგრადობა და საიმედოობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია ენერგოსისტემისათვის მოახლოებული წყალდიდობის სეზონის წარმატებით გავლისათვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი