ახალი ამბები

თურქეთის ფეხბურთის ჩემპიონატის ნახევარფინალი მწვრთნელის დაზიანების გამო შეწყდა

20 აპრილი, 2018 • 1349
თურქეთის ფეხბურთის ჩემპიონატის ნახევარფინალი მწვრთნელის დაზიანების გამო შეწყდა

თურქეთის ფეხბურთის ჩემპიონატის ნახევარფინალის მიმდინარეობისას, 19 აპრილს, სტამბოლში, საფეხბურთო გუნდ ბეშიქთაშის მწვრთნელი სენოლ გიუნეში მოწინააღმდეგე გუნდის, ფენერბახჩეს ფანებისგან ნასროლმა საგანმა დააზიანა. მწვრთნელს უცხო საგანი თავში მოხვდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, საფხებურთო მატჩი კი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

თურქული მედიასაშუალება Daily Sabah-ის ცნობით, თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში გადაწყვეტს მატჩის ხელახლა ჩატარების თარიღს, რომელიც, დიდი ალბათობით, ცარიელ სტადიონზე, გულშემატკივრების გარეშე გაიმართება.

დაპირისპირება ფენერბახჩესა და ბეშიქთაშის ფანებს შორის მატჩის 50-ე წუთზე დაიწყო, რის შემდეგაც ფენერბახჩეს ფანებმა მოედნის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყეს. არეულობის შედეგად 15 პირი დააკავეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი