ახალი ამბები

მეიდანზე, “მაჭახელაში” ხანძარია, არავინ დაშავებულა

19 აპრილი, 2018 • 1325
მეიდანზე, “მაჭახელაში” ხანძარია, არავინ დაშავებულა

ხანძარი გაჩნდა თბილისში, მეიდანზე მდებარე რესტორან მაჭახელაში. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, არ არის მსხვერპლი.

როგორც საგანგებო სიტუაციათა სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ხანძარი რესტორნის სახურავზე გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, 22.30 საათისთვის ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია. ჯერჯერობით უცნობია, რესტორნის რა ფართობი დაიწვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი