ახალი ამბებიხელოვნება

საქართველოში პირველად ვოკალისტთა კონკურსი OPERA CROWN გაიმართება

19 აპრილი, 2018 • 2312
საქართველოში პირველად ვოკალისტთა კონკურსი OPERA CROWN გაიმართება

30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN გაიმართება. კონკურსი Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება და მასში 50 ახალგაზრდა მომღერალი მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღებს მონაწილეობას.

ინფორმაციას ოპერისა და ბალეტის თეატრი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონკურსი სამი ტურისგან შედგება. სამივე ტური თბილისის ოპერის თეატრის მაყურებელთა დარბაზში ჩატარდება, ხოლო 30 აპრილს, 13:00 საათზე, კონკურსი საზეიმოდ გაიხსნება თეატრის წითელ დარბაზში.

“I ტური გაიმართება 1 და 2 მაისს, 14:00 საათზე; II ტური – 3 მაისს, 14:00 საათზე. I და II ტურებში კონკურსანტები კონცერტმაისტერების თანხლებით შეასრულებენ სავალდებულო პროგრამას. დასკვნითი III ტური, ლაურეატების დაჯილდოვება და კონკურსის საზეიმო დახურვა 5 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე ფინალისტები მაყურებლების წინაშე წარდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრთან ერთად, ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით”.

რაც შეეხება საპრიზო ფონდს:

  •  I პრემია – 15 000 აშშ დოლარი
  •  II პრემია – 10 000 აშშ დოლარი
  •  III პრემია – 7 000 აშშ დოლარი
  • თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიზი – სპექტაკლში
    მონაწილეობა და ჰონორარი 2000 აშშ დოლარი

მაყურებლებისთვის I და II ტურებზე დასწრება თავისუფალია. კონკურსის ფინალურ, III ტურზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ www.tkt.ge-ზე და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სალაროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი