ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პოლიციამ ათეულობით დემონსტრანტი დააკავა

19 აპრილი, 2018 • 1607
სომხეთის პოლიციამ ათეულობით დემონსტრანტი დააკავა

სომხეთის პოლიციის ცნობით, დღეს, 19 აპრილს, საპროტესტო აქციის დაკავებულ მონაწილეთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. სომხური მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ პოლიცია აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებს.

სომხეთში სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ ოპოზიციის აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ქალაქის სხვადასხვა გზა გადაკეტეს.

სერჟ სარგსიანი სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს, სომხეთში ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე აირჩიეს. სარგსიანი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2022 წლამდე მთავრობის მეთაური იქნება. საზოგადოება, მათ შორის პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩეს. 16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ. 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო. სომხეთის ოპოზიციური პარტიის, “სამოქალაქო შეთანხმების” და საპარლამენტო ფრაქციის, “გამოსვლის” ლიდერი ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია სომხეთში არაძალადობრივ “ხავერდოვან რევოლუციას” იწყებს.

ერევნის გარდა, საპროტესტო აქციები სომხეთის სხვადასხვა დიდ ქალაქში იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი