ახალი ამბები

თბილისის სუპერმარკეტებიდან ვადაგასული საკვები ამოიღეს

6 ნოემბერი, 2013 • • 1468
თბილისის სუპერმარკეტებიდან ვადაგასული საკვები ამოიღეს

ვადაგასული სურსათი
ვადაგასული სურსათი

კერძოდ, გურამიშვილის გამზირზე მდებარე შპს “გუდმარკიდან” და სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე, შპს “ლუმარის” მარკეტ “ბა-ჯიდან” ამოღებულია ვადაგასული სურსათი – ჩიპსი, შოკოლადი, გაყინული ქათმის ბარკლები და ფრთები, სხვადასხვა წარმოების გაყინული ქათმის კუჭი, ფენოვანი ცომი, ძეხვის ბატონები, კარტოფილის პელმენი, ბისკვიტი და სხვადასხვა დასახელების ორცხობილა.

 

 შპს “ქართული პროდუქტის” ხორცის საბითუმო სავაჭრო ობიექტიდან  (ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორია) ამოღებულია გაურკვეველი წარმომავლობის (დაუბეჭდავი, ანუ  ფორმა #2-ის გარეშე) ხორცი.

 

აღნიშნული პროდუქტები დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი