ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს ბანკმა სპეციალურად ტურისტებისათვის Tourist Card-ი შექმნა

19 აპრილი, 2018 • 1299
საქართველოს ბანკმა სპეციალურად ტურისტებისათვის Tourist Card-ი შექმნა

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა,  ტურისტებისთვის სპეციალური პროდუქტი შექმნა. ბანკმა ტურისტებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის მიზნით – Tourist Card (ტურისტ ქარდი) შექმნა.

Tourist Card-ი საქართველოს ბანკის (VISA) პლასტიკური ბარათია, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ნებისმიერ ტურისტს შესაძლებლობას აძლევს:

[checklist]

  • ბარათით გადაიხადოს მგზავრობის საფასური მეტროში, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში და საბაგიროთი მგზავრობისას.
  • ისარგებლოს ფასდაკლებებით სხვადასხვა ობიექტებში: კაფე-ბარებსა და რესტორნებში; მუზეუმებსა და სუვენირების მაღაზიებში; ტურისტულ კომპანიებში; სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებში.

[/checklist]

Tourist Card-ით გადახდა შესაძლებელია ყველგან, ნებისმიერი ბანკის პოსტერმინალით.

Tourist Card-ის ღირებულება შეადგენს 10 ლარს, ხოლო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ბარათის შეძენისთანავე. (50-იდან 1 000 ლარამდე თანხის შეტანის ლიმიტით, როგორც ეროვნულ, ასევე დოლარის და ევროს ვალუტაში). Tourist Card-ზე ნაშთის შემოწმება კი შესაძლებელია საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით.

ტურისტები საქართველოს ბანკის Tourist Card-ით  მათთვის საჭირო არაერთი ბენეფიტით და ფასდაკლებით ისარგებლებენ. მათ შორის: Tourist Card-ის მფლობელი საჩუქრად მიიღებს მაგთის  სიმ-ბარათს და 1000 MB-ის მოცულობის ინტერნეტს.  Tourist Card-ის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ექსპრეს სერვისცენტრებში.

სპეციალური შეთავაზებები, ფასდაკლებები და დეტალური ინფორმაცია Tourist Card-ზე გთხოვთ იხილოთ ვებგვერდზე: touristcard.ge.

მასალების გადაბეჭდვის წესი