ახალი ამბები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის თანხების მითვისების საქმეზე 8 ადამიანი დააკავეს

19 აპრილი, 2018 • 1648
გურჯაანის მუნიციპალიტეტის თანხების მითვისების საქმეზე 8 ადამიანი დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის თანხების მითვისების საქმეზე 8 ადამიანი დააკავეს, მათ შორის არიან მერიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, აცხადებს სუსი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შპს ” მოხელეს” დირექტორმა თემურ ფ–მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილი დიდი ოდენობით  თანხა- 14 302,96 ლარი მიითვისა.

გამოძიების ცნობით, თემურ ფ–მ 2017 წლის 14 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში წარდგენილ აქტებში ყალბი მონაცემები შეიტანა.

გამოძიების ინფორმაციით, თემურ ფ-ს წინააღმდეგ გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა  და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით მიმდინარეობს, სსკ-ის  180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს–ის ცნობით, 2018 წლის 21 მარტს ამავე საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიეცა გურჯაანის მერიის ყოფილი და მოქმედი  შვიდი თანამშრომელი:  დიმიტრი კ., ნოდარ შ.,, დურმიშხან ა., თეიმურაზ ბ., გიორგი ა.,  ივანე ქ.  და დიმიტრი ა..

სუს–ის ინფორმაციით, ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი